წარმოება


RETCO ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი  მიმართულება წარმოებაა, ამ მიმართულებით კომპანია იმყოფება ლიდერთა შორის, მეტიც დღეს-დღეობით ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება უკრაინულ, რუსულ და რეგიონის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების ხარისხს.

 
ჩვენ ჯგუფი კონკრეტულად აწარმოებს და ამონტაჟებს შემდეგი ნომენკლატურის პროდუქციას, ესენია:
 
1. 6-10 კვ ძაბვის კომპლექსური სატრანსფორმატორო ქვესადგურები (КТПМ, КТПС,КТПК, КТПГ,КТПГС,КТПБ).
2. 6-10 კვ ძაბვის შიდა  და გარე დაყენების  გამანაწილებელი უჯრედები  (КСО -200 და 300 სერიის;   КРУН-ის და ЯКНО-ს ტიპის ).
3. 0.4 კვ ძაბვის გამანაწილებელი კარადები და ფარები (ЩО-70; ЩО-90  სერიის ).
4. 0.4 კვ ძაბვის რეაქტიული ენერგიის საკომპესაციო ავტომატური მოწყობილობები(საკონდესატორო დანადგარები).
5. 0.4 ;6; 10 კვ ძაბვის რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძები.
 
დამზადებული პროდუქციის ხარისხის მაღალ მაჩვენებელს, დიდ წილად  უახლეს ტექნიკა-დანადგარებთან ერთად განაპირობებს  ერთ გუნდად შეკრული მაღალკველიფიციური კადრები. ჩვენი თანამშრომლები წელიწადში რამოდენიმეჯერ სტუმრობენ რეგიონის მაშტაბით გამართულ თემატურ გამოფენებს და ეცნობიან ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს,  რაც უზრუნველყოფს ხარისხის დახვეწას და სიახლეების უმოკლეს დროში დანერგვას.
 
ახალი,  ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მისაღებად დამკვეთი ბოლომდე ინფორმირებული უნდა გახადოს  შემსრულებელმა კომპანიამ და არ უნდა ჰქონდეს ბუნდოვანი წარმოდგენა   მისაღები მომსახურების თუ პროდუქციის  მიმართ. 
 
იმისათვის რომ, თავიდან იყოს  აცილებული  გარკვეული გაუგებრობები ჩვენსა და დამკვეთს შორის ურთიერთობა რამდენიმე ეტპად შეიძლება იქნას განხილული . ჩვენი ჯგუფი მაქსიმალურად ზუსტად ითხოვს ინფორმაციას, მისაწოდებელი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ეხმარება დამკვეთს შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ დამკვეთი ავსებს გამოსაკითხ (შეკვეთის) ფორმას , სადაც უკვე ყველა დეტალი დაზუსტებულია . შემდეგი ეტაპია ფასის, დამზადების ვადის, საგარანტიო პერიოდის და სხვა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ მხარეები თანხმდებიან ყველა დეტალზე, ფორმდება  ხელშეკრულება და დამკვეთი იღებს ზუსტად იმ სპეციფიკაციის და ხარისხის პროდუქციას, რაზეც წინასწარ იყო მიღწეული შეთანხმება.  ვისაც ერთჯერ მაინც შექმნია პრობლემა არასწორად შერჩეულ, ან შემსრულებლის მიერ არასრულად მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით - დაგვეთანხმება , რომ ეს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანია. 
 
RETCO ჯგუფი მზადაა კონსულტაცია გაუწიოს, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს და გრძელვადიანად ითანამშრომლოს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ დამკვეთთანაც კი.
 
ვიმედოვნებთ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი.