პროექტირება


ჩვენი საპროექტო ჯგუფი  დაკავებულია 6-10-35კვ-ის  ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების და 0,4 კვ-ის ქსელებისა და უჯრედების დაპროექტებით. აგრეთვე საპროექტო ჯგუფი მუშაობს რომ უახლოეს მომავალში დანერგოს 110კვ-ის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების პროექტირება.

 
დაპროექტება პირველ რიგში იწყება ადგილის დათვალიერებით და არსებული მდგომარეობის შესწავლა-გაცნობით, რის შემდეგაც დამკვეთთან შეთანხმებულად ხდება დაგეგმარება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით (ПУЭ ნორმების თანახმად), რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მათმა (წესების) დაუცვლეობამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ელ.მოწყობილობები, რომელიც პირველ რიგში მომსახურე პერსონალს უქმნის დიდ საფრთხეს და შემდგომ ფინანსურ ზარალს აყენებს დამკვეთს.
 
ჩვენს საპროექტო ჯგუფს გააჩნია მუდმივად განახლებადი ტექნიკური ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა, აგრეთვე საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხშირად ესწრებიან საზღვარგარეთ გამოფენებს, კონფერენციებსა და სემინარებს.
 
ჩვენს მიერ შესრულებული პროექტების შეთანხმება წარმატებით ხდება სს "ენერგო-პრო ჯორჯია”-ში, სს `საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა”-ში, სს `თელასი”-ში და სს `კახეთის ენერგო-დისტრიბუცია”-ში.
 
უკანასკნელ წლებში ჩვენს მიერ დაპროექტებულია და ექსპლუატაციაშია გაშვებული მრავალი ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
ჩვენი საპროექტო ჯგუფი ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან და ასევე გაგიწიოთ ონლაინ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.