ლაბორატორია


“RETCO-ს”ჯგუფის ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა განახორციელოს ელ.ლაბორატორიული ტესტირებები (გამოცდები).  

 
ლაბორატორია  დაკომპლეკტებულია მაღალკვალიფიციური კომპეტენტური პერსონალით, რომლებიც ყოველწლიურად გადიან გადამზადების კურსებს, ესწრებიან ენერგეტიკაში საერთაშორისო გამოფენებს და სემინარებს. ლაბორატორია ასევე აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტიპის, დაბალი ცდომილების მქონე გამზომი ხელსაწყოებით , მობილური ლაბორატორიით (ეტლ-10) ,რომლებიც გადიან ყოველწლიურ მეტროლოგიურ კონტროლს, რაც მინიმუმამდე ამცირებს რისკებს და ამაღლებს ჩვენი დამკვეთების ნდობას. 
 
ლაბორატორია აკრედირებულია  აკრედიტაციის ცენტრი”–ს მიერ და უფლებამოსილია ჩაატაროს სპეციფიური სამუშაოები აკრედიტაციის მოწმობის     განსაზღვრული  სფეროს  შესაბამისად.
ეს მიმართულებებია:
 
1. დამიწების კონტური.
2. ძალოვანი ტრანსფორმატორები 6/10 კვ
3. დენის ტრანსფორმატორები     6/10 კვ
4. ძაბვის ტრანსფორმატორები     6/10 კვ
5. დამცავი საშუალებები
6. სატრანსფორმატორო ზეთები
7. მაღალი ძაბვის იზოლირებული სადენი
 
ლაბორატორიის ძირითად საქმიანობაა, შეაფასოს და აღმოაჩინოს ყველაშესაძლო გაუმართაობა, დაზიანება ან მოსალოდნელი დაზიანებები ელ.მოწყობილობებზე და ელ.დანადგარებზე, მათი როგორც ექსპლუატაციაში შესვლამდე ასევე ექსპლუატაციაში ყოფნის დროს.
ლაბორატორია სამომავლოდ მიზნად ისახავს, იყოს აკრედიტირებული სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად და განახორციელოს ლაბორატორიული ტესტირება(გამოცდები) 35/110კვ ელ.მოწყობილობებზე და ელ.დანადგარებზე,
 
ლაბორატორიის პერსონალი მზად არის გაუწიოს მაღალი დონის მომსახურეობა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, იურიდიულ თუ კერძო პირს ,ასევე მოგცეთ სასარგებლო რეკომენდაციები, უპასუხოს თქვენს დასმულ კითხვებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში .