ჩვენ შესახებ - ბლოკი


 

ჯგუფი  RETCO მოღვაწეობს ელექტრო-ენერგეტიკულ სფეროში, იგი სრულად ფარავს დაბალი (0.4 კვ)  და საშუალო (6-10 კვ) ძაბვის ყველა მიმართულებებს და  შედგება რამოდენიმე კომპანიისაგან . თითოეული მიმართულებით ჯგუფს გააჩნია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიციური,  თავის პროფესიაზე შეყვარებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კადრები, რაც თავისთავად განსაზღვრავს  კომპანიის იმიჯსა და  სანდოობას.
 
ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში, როცა ელექტრო ენერგია  ფაქტიურად მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მიეწოდებოდა აბონენტებს , სრულად მოიშალა  სისტემა, რომელიც რეფორმების ხელიშეწყობით  ნელ-ნელა დგება ფეხზე  და ისევ წამყვან დარგად ყალიბდება.  ჩვენ მაქსიმალურად გააზრებული გვაქვს ყველა ის შესაძლო პრობლემა , რომელიც შეიძლება თან სდევდეს ისეთი დარგის თავიდან აღორძინებას როგორიც ელექტრო-ენერგეტიკაა.
 
ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები დაგვეთანხმებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამკვეთის მხრიდან იმის აღქმა , რომ ელექტრო-ენერგეტიკაში არსებული წესებისა და ნორმების დაუცველობა იწვევს საბედისწერო შედეგებს , როგორც ადამიანის ჯანმრთელობის , ასევე მატერიალური ზიანის კუთხითაც. ხშირად თითქოს  უმნიშვნელო დეტალს , ელემენტალური წესების დაუცველობას, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს . ყოველივე ეს და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ხშირად იწვევს გაუგებრობას შემსურლებელსა და დამკვეთ კომპანიებს შორის.
 
ჩვენ გააზრებული გვაქვს ზემოთ აღნიშნული პრობლემები და მზად  ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობის ჩვენი მოკრძალებული წილი  ამ რთულ გზაზე.
 
RETCO ჯგუფი მუდამ სიახლის კვლევის  და დახვეწის პროცესშია . ვიღებთ და ვუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს, რათა უფრო სწრაფად გადავიდეთ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებულ ურთიერთობის სწორ და მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებულ ფორმაზე, სადაც  ორივე მხარეს ზუსტად აქვს გააზრებული თავიანთი უფლება-მოვალეობები.
 
ყოველივე ზემოთ თქმული შეიძლება გაზვიადებულ და არაფრისმთქმელ სიტყვებად იყოს გაგებული,  ამიტომ გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენს მიერ უკვე შესრულებულ პროექტებს (სამუშაოებს) და გაწეულ სერვისებს. სათანადო ქვეთავებში, თემატიკის მიხედვით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაძლებლობებს და შეაფასოდ ჩვენი კომპეტენცია ამ სფეროში.
 
ვიმედოვნებთ შევძელით და მოგაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის შესახებ. გაეცანით ჩვენ საიტს და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით RETCO ჯგუფი  მზად არის ითანამშრომლოს თქვენთან.