ვაკანსია


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფინანსური მენეჯერი

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 შპს „რეტკო“, ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

 

სფერო : ენერგეტიკა/ საინჟინრო / ელექტრო ტექნიკური

სამუშაო ადგილი : რუსთავი, საქართველო

 

 სამუშაოს მიზანი:

 განახორციელოს ელექტრო მოწყობილობების წარმოების ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიის ლიდერობა. მინაწილეობა მიიღოს სტრატეგიული გეგმის განვითარებასა და განხორციელებაში, რათა მიღწეულ იქნას კომპანიის მიზნები და ამოცანები, ხელი შეუწყოს კომპანიის მომგებიანობის და შემოსავლების ზრდას. უხელმძღვანელოს და მართოს კომპანიის შესყიდვების, ფინანსური მართვის და ანალიზის, ლოგისტიკა/საწყობის პროცესები, უზრუნველყოს წარმოების და მომსახურების ეფექტურობა, ხარისხის და რესურსების მართვა.

 

  ძირითადი მოვალეობები:

 

- უხელმძღვანელოს კომპანიის შესყიდვების, ლოგისტიკა/საწობის, ფინანსური მართვის და ბუღალტრული სფეროს პროცესებს, აკონტროლოს მათი დროული და ზუსტი შესრულება;

- უზრუნველყოს სტრატეგიული გეგმის განვითარება, რათა მიღწეულ იქნას კომპანიის მიზნები და ამოცანები, ასევე ხელი შეუწყოს კომპანიის მომგებიანობის და შემოსავლების ზრდას;

- უზრუნველყოს ფინანსური აღრიცხვის და რეპორტების განხილვა და განვითარება, განსაზღვროს დასახული მიზნების მდგომარეობა და მათი მიღწევის პროცესი, განსაზღვროს სტრატეგიული გეგმის განვითარების და განხორციელების ეფექტურობა , მართოს კომპანიის რესურსები ხარჯთ-ეფექტრური გზით.

- მინაწილეობა მიიღოს კომპანიის საოპერაციო, ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის პროცედურების, სტანდარტებისა და პოლიტიკის განვითარებასა და დადგენაში.

- უზრუნველყოს კომპანიის ფინანსებისა და მიმდინარე ხარჯების მართვა, საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუნებტაციის კონტროლი და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

- განახორციელოს კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;

- მონაწილეობა მიიღოს ტენდერების მომზადების ორგანიზაციული ერთეულის მუშაობაში;

- უზრუნველყოს ზემდგომი პირებისთვის სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;

- პასუხისმგებელია კომპანიის რესურსებზე, მათ შორის პერსონალის საქმიანობაზე, ბიუჯეტის შესრულებასა და განვითარებაზე;

- ზედამხედველობა გაუწიოს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას, შესრულებას და კონტროლს;

- მოამზადოს და უზრუნველყოს რეპორტები;

 

 

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან მენეჯმენტის განხრით; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი;

- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, ORIS manager);

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

- ბიუჯეტირებისა და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;

- დაგეგმვის და მართვის უნარი;

- ფინანსური ანგარიშგების მომზადების უნარი;

- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;

- მმართველობითი და პიროვნებათშორისი ურთიერთობის , მოლაპარაკების, ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;

 

  პიროვნული უნარები:

- ორგანიზებულობა;

- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

- მოტივირებული და ენერგიული;

- პრობლემების გადაწყვეტის უნარი და მიზანზე ორიენტირებული;

- დამოუკიდებლად და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

- დროის მართვის უნარი;

- გუნდურად მუშაობის უნარი;

 

ანაზღაურება: საორიენტაციოდ 1500 ლარი

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ორ ენაზე (ქართულ და ინგლისურ ან რუსულ ენაზე) და სამოტივაციო წერილი, ელექტრონული ფოსტით მისამართზე:   vacancy@retco.ge  და  „subject”-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეში მიუთითეთ წინა სამსახურიდან რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია   (სასურველია უშუალო ხელმძღვანელი პირების).

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

вакансия конструктора-технолога


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

Компания «RETCO», небольшая динамично развивающаяся компания, которая занимает одно из ведущих мест по проектированию, производству, модернизации (ретрофитингу) и ремонту силового электрооборудования в Грузии, объявляет конкурс на замещение вакантной должности конструктора-технолога.


Требования к кандидату:
• Высшее техническое образование в области машиностроения или энергетики.

• Опыт работы на аналогичной должности не менее одного года.
• Проектирование изделий из листового металла для изготовления на оборудовании предприятия: координатно-пробивном станке AMADA ARCADE 212, плазморезе, листогибочном станке LVD PPEB 110/30 MNC95/С.
• Знание ЕСКД, техническая грамотность, знание обработки листового металла, знание механического производства, сварных и клёпаных конструкций,  компьютерных программ (SolidWorks на высоком уровне, AutoCad для редактирования развёрток).
• Непосредственная работа за перечисленным выше оборудованием приветствуется.
• Знание русского языка. Приветствуется знание английского и грузинского.

Задачи:
• Разработка и модернизация металлической части комплектно-трансформаторных электро-подстанций (КТП), ячеек серий КСО, ЯКНО 6/10кВ, серии ЩО 0,4кВ.

• Перевод сварных конструкций на заклёпки.
• Поиск инновационных конструкторских решений, работа с металлическими каркасами и конструкциями, щитами.
• Взаимодействие с подразделениями предприятия: электротехническими проектантами, механическим и сборочным участками.
• Подготовка и оформление технической документации: конструкторско-технологических чертежей, сметы для закупки материалов, подсчёт времени на изготовление изделий, создание развёрток для программирования станков.
• Вывод ЧПУ кода под станки на производстве и написание программ для станка AMADA в среде CncKad.

Предлагаем :
• Конкурентную заработную плату.
• Интересную работу.
• Карьерный рост.
• Обеспечиваем жильем.


 

Ожидаемая зарплата: 1300-1500 лари.

 Заинтересованных лиц просим отправить резюме на электронный адрес: vacancy@retco.ge (в графе «subject» укажите название вакансии) или звоните нам по номеру: + 995 790 55 48 48

 Лица, которые не подходят по всем вышеперечисленным критериям, просьба не отправлять резюме.